ზურაბ ჯაფარიძე – ვთვლი, რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში

ვთვლი რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მე ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ვაკელი კაცი, 3 შვილის მამა. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ ვარ და ვიქნები საქართველოში, ხან იქ, ხან აქ. ვთვლიდი და ვთვლი რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან. არსად გაქცევას არ ვაპირებ. არსად დამალვას არ ვაპირებ. არც გაჩუმებას ვაპირებ და არც დაცვის აყვანას“, – წერს ჯაფარიძე.