ამერიკელები და ბრიტანელები ღარიბაშვილს ღუნავენ – “არ გაატაროთ რუსეთის მიმართულებით ელექტროტექნიკა!”

დასავლეთის წნეხი “ოცნების” უბადრუკ ხელისუფლებაზე ძლიერდება – “ან ჩვენ ან რუსეთი”-ს პრინციპით. ობიექტური შედარებისთვის იხილეთ რუსული “სპუტნიკის” ტექსტი და “ჭუკას” პროდასავლური ტელევიზია “პირველების” ვიდეოსიუჟეტი:

საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და მთავრობაში შეხვედრები გამართეს, რომელთა ფარგლებში, კონკრეტული მკაცრი მოთხოვნები გააჟღერეს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც ანტირუსული შეზღუდვების გვერდის ავლის აღკვეთაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა სანქციების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და სანქციების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი კუმარ აიერი.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რათა რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა არ მიიღოს იარაღი… ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრონული მოწყობილობების იმ სახეობებზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას.

ამასთან მან აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას აპირებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ შევაჩეროთ ყველანაირი ტიპის ვაჭრობა და საქონლის მოძრაობა. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე“, – განაცხადა ო’ბრაიენმა. –“ნიუსფრონტის” შენიშვნა: ო’ბრაიენი თვალთმაქცობს, რადგან თუ საქართველო რუსეთს შეუზღუდავს სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებას, რუსეთი ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების საქართველოში ექსპორტს ასევე, სავარაუდოდ, შეზღუდავს!-
მისი თქმით, თბილისურ შეხვედრებზე იყო „ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია“. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს არის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ნაწილი.

 

სანქციების საკითხებში წარმომადგენლები 27 და 28 ივნისს შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს.

ისინი ასევე შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს.
შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის.

მინისტრმა უამბო სტუმრებს იმ ღონისძიებებზე, რასაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის, ნათქვამია სამინისტროს პრეს-რელიზში.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, უცხოურ დელეგაციას საქართველოს ფინანსურ სექტორში სანქციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები გააცნეს. აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მონიტორინგს უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღეებიდან ახორციელებს. – “სპუტნიკი

ვიდეო: