საუდის არაბეთში აშშ-ის საკონსულოს შეიარაღებული კაცი თავს დაესხა.
მედიის ცნობით, უცნობმა პირმა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მანქანა გააჩერა, მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით გადმოვიდა და დაწესებულებისკენ გაემართა. საელჩოს მცველმა, უშიშროების ძალებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს.
სროლის შედეგად აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის მოტივებისა და გარემოებების დასადგენად.
აშშ-ის საელჩოზე თავდასხმები პირი ლიკვიდირებულია.
„აშშ-ის საელჩო რჩება კონტაქტზე საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან, რადგან ისინი იძიებენ ინციდენტს, საკონსულო სათანადოდ იყო ჩაკეტილი და თავდასხმის შედეგად ამერიკელები არ დაშავებულან“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.