ტიტანიკთან ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნარჩენები ხმელეთზე ამოიტანეს

ტიტანიკთან ჩაძირული წყალქვეშა ნავის, ტიტანის ნარჩენები ხმელეთზე ამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნარჩენების ამოღება არის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს დადგენა თუ რატომ აფეთქდა წყალქვეშა ნავი.

გამოძიებაში აშშ-სა და კანადის სახელმწიფო სააგენტოები არიან ჩართული.

ნარჩენები ატლანტის ოკეანეში 3 810 მეტრის სიღრმეზე, ჩაძირული ტიტანიკიდან 488 მეტრში იპოვეს.

ინფორმაციისთვის, 22 ივნისს ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ხუთივე მგზავრი დაღუპულად გამოაცხადეს.

წყალქვეშა ნავს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ.