აშშ აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას – Politico

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას აქტიურად განიხილავს, – ამის შესახებ Politico ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე  დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული კონვენციური საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ დისკუსია ბოლო დღეებში გააქტიურდა, რადგან უკრაინის მცდელობა გაარღვიოს რუსეთის ფრონტის ხაზი შეჩერდა. აშშ-ის მაღალჩინოსნების შეფასებით, საბრძოლო მასალა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც უკრაინის კონტრშეტევას წარმატებულს გახდის.

მაღალჩინოსნის  განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და უცნობია რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას.