დასავლეთი უკრაინას იარაღს აძლევს თავის დასაცავად და არა კონფლიქტის გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რობერტ ვუდმა განაცხადა.
ხუთშაბათს, 29 ივნისს, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განიხილება დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები. რუსებმა განაცხადეს, რომ სამხედრო დახმარება თითქოს კონფლიქტს აღრმავებს.
გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ ეს იარაღი არ აგრძელებს კონფლიქტს, რაზედაც პასუხისმგებლობა მხოლოდ კრემლს ეკისრება, არამედ საშუალებას აძლევს დაიცვას მშვიდობიანი უკრაინელები, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი სისასტიკე.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, სანამ საჭირო იქნება“, – აღნიშნა ვუდმა.
მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყალბი ბრალდებები არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული დიპლომატიით.