რუსეთს, მიუხედავად მისი ღრმა კრიზისისა, აქვს უდიდესი იმპერიული პოტენციალი, რაც არ აქვს დასავლურ სისტემას, მიუხედავად მისი გამარჯვებისა საბჭოთა იმპერიაზე

რუსეთს, მიუხედავად მისი ღრმა კრიზისისა, აქვს უდიდესი იმპერიული პოტენციალი, რაც არ აქვს დასავლურ სისტემას, მიუხედავად მისი გამარჯვებისა საბჭოთა იმპერიაზე.

რუსეთს ყოველთვის ექნება იმდენი ძალა, რომ საქართველოს ავნოს, იმიტომ რომ საქართველოში ხელისუფლების დემორალიზებისა და ქვეყნის დაცემის ხარისხი რუსეთთან შედარებით ერთი ათად მეტია.

ამ დროს გაჯიბრება მასთან, ვინც მსოფლიოს დამპყრობელი იყო და მორალის სახელით მისი დაცინვა, პოლიტიკური სიბრმავეა. საკუთარი უაზრო ქედმაღლობისა და ეთნოცენტრული ნარცისიზმის გამო იმის მტრად მოკიდება, ვისგანაც მუდამ დავალებული იქნები, არ არის პოლიტიკა.

არ შეგეძლოს საკუთარი მცირე ქვეყნის მოწესრიგება და ქმნიდე იმის მოჩვენებითობას, რომ საბრძოლველად მიიწევ, უბრალოდ სასაცილოა.

მამუკა კარტოზია, ისტორიკოსი