აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინას მოუწიოს რუსეთისთვის ტერიტორიის ნაწილის მიცემა, რათა ომი შეწყდეს. ამის შესახებ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ „ვაგნერის“ აჯანყებით რუსეთის პრეზიდენტი „გარკვეულწილად დასუსტებულია.“
ტრამპს მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ეს მომენტი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო საკითხების მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
„მინდა, ამ უაზრო ომის გამო ხალხი არ კვდებოდეს. ვფიქრობ, ის რაც შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს, ეს არის მშვიდობის დამყარება“, – აცხადებს ტრამპი.