კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი აჯანყების მიუხედავად, უკრაინის ომისთვის „ბოევიკების“ გადაბირებას აგრძელებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
BBC-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ დაურეკეს რუსეთში მდებარე ათობით რეკრუტირების ცენტრს. მათ განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ შემადგენლობაში შეერთების შესაძლებლობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაგნერის კონტაქტების გრძელი სია, ძირითადად, საბრძოლო კლუბებს ეფუძნება, მათ შორის საბრძოლო ხელოვნების სკოლებსა და კრივის კლუბებს.
რამდენიმე ადამიანმა, სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალწვეულებმა კონტრაქტები გააფორმეს „ვაგნერთან“ და არა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.