თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს.
აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100%-ით დაფინანსდება. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ოპერაციას სახელმწიფო და მერია 70 ათასი ლარით აფინანსებდა.