კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ რეგლამენტი დღეიდან ამოქმედდება

ტექნიკური რეგლამენტი მოხმარებისთვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ 2021 წელსაა გამოქვეყნებული და ახლა, 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში.

ეს დაარეგულირებს იმ საკითხს, რომ კაკაოსგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. ამ რეგლამენტის მიზანი, ისევე როგორც სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით მსგავსი რეგლამენტების, არის ის, რომ მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში და ყველა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას.

შოკოლადის რეგლამენტი განსაზღვრული და დაწერილია ევრორეგულაციების შესაბამისად და აღწერილია, რა შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ ამა თუ იმ კაკაოს პროდუქტს შოკოლადი.