კირბის განცხადებით, აშშ-ს პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

შეერთებული შტატები გააგრძელებს „ვაგნერის ჯგუფის“ საქმიანობის მონიტორინგს მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჯერ არ არის ბოლომდე ნათელი მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინისა და მისი მებრძოლების ადგილ სამყოფლის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ სად არის პრიგოჟინი ან მისი ყველა მებრძოლი. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ „ვაგნერის “საქმიანობის მონიტორინგი ყველგან, სადაც ისინი არიან“, – განაცხადა კირბიმ.