მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა

ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შეფასებისას საქართველოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული ექნება.

„ვიცი, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასება, რომ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. ეს არის მხოლოდ დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა ამ შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება. ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა. ეს უკეთესობისკენ არის. ვფიქრობ, წევრობისკენ გზაც ძალიან გონივრულია, რადგან ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნებით სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია. ასე რომ, ერთმანეთთან დაახლოება მხოლოდ მომგებიანი მდგომარეობაა საქართველოსთვის, მხოლოდ გზაც კი ძალიან სასარგებლოა“, – განაცხადა გრეგოროვამ.