წელს საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტზე 32 მილიონი დოლარის ოქრო გავიდა

ამ პირობებში, იზრდება ოქროს ექსპორტი საქართველოდანაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ქვეყნიდან 38.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.29 ტონა ოქრო გავიდა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 35.1 მლნ აშშ დოლარის 1.09 ტონა ოქრო გავიდა. მაჩვენებლები, შესაბამისად, 8.8%-ითა და 18.3%-ითაა გაზრდილი.

წელს ოქრო მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიდა, ესენია:

  • შვეიცარია – 32.1 მლნ აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1.4 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი – 4.7 მლნ აშშ დოლარი.