ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
უწყების თქმით, მთავარ მიზანს საქართველოში მოქმედი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგულირება წარმოადგენს.
წესი ითვალისწინებს, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ და მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს.