ვლადიმირ პუტინსა და აფხაზეთის  პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აფხაზური მხარის ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და  აფხაზეთის . პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის პრეზიდენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო. ასევე ასლან ბჟანიამ რუსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები იქნა განხილული. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკონსტიტუციო წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იყო მიმართული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.