თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარებს, დისტანციურად ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთვება.
როგორც სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, დღევანდელ პროცესამდე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა.
“როგორც ვიცი, ტექნიკურად გამართული ეს საკითხი”, განაცხადა ბექა ბასილაიამ.