ნინო წილოსანი: პირდაპირ ვამბობ და ვადასტურებ, რომ არის პიროვნული შეტევები და ეს არანაირად არ უკავშირდება ჩემს საქმიანობას

მესამე სექტორის ნაწილი ნინო წილოსანის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მათ ბრალდებებს ასე პასუხობს.

„ჩემ მიმართ აგორებული კამპანია ძალიან საინტერესოდ ემთხვევა იმ ფაქტს, რომ 12 რეკომენდაციის ფარგლებში 3 სრულად შესრულებულიდან, ერთ-ერთი არის გენდერული თანასწორობა. პირდაპირ ვამბობ და ვადასტურებ, რომ არის პიროვნული შეტევები და ეს არანაირად არ უკავშირდება ჩემს საქმიანობას. ამ ორგანიზაციების ლიდერები პირდაპირ ლახავენ ზღვარს, რომელიც გადის მათ პროფესიონალიზმსა და პირად პოლიტიკურ ინტერესებს შორის.

რაზეც ნამდვილად მწყდება გული ის არის, რომ გენდერულ თანასწორობამდე არ ჰქონდა მოღწეული ამ რადიკალიზაციას. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამას სათანადო საფუძველი არ ჰქონდეს და ჩემი მხრიდან ყოველთვის იქნება მზაობა მათთან თანამშრომლობისა ან რაიმე კომუნიკაციის ფორმატი გაიმართოს. ვინც ყველაზე აქტიურია, არცერთი ყოფილა ჩართული და არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულიყო“, – ამბობს წილოსანი.