საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 27.9 პროცენტით; პირადი ჰიგიენა – 10.7 პროცენტით, ხოლო სხვა სახის მომსახურება გაძვირებულია 91.0 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 პროცენტით), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.3 პროცენტით).