ვლადიმირ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო – რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.