ბიძინა ივანიშვილს სჭირდება „ქართული ოცნების“ საკადრო განახლება – თვითგაწმენდა, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას გვარამია როგორმე თავად გაიყვანს თამაშიდან

РИА «Новости»-ს სტატიამ „საქართველო ირჩევს რუსეთს და თავის მომავალს“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლისმარია ზახაროვას პასუხმა ჟურნალისტის შეკითხვაზე რუსეთიდან სომხეთში რკინიგზის გახსნის პერსპექტივების შესახებ დიდი ლიაქოთი გამოიწვია ქართული ოპოზიციის ბანაკში და მასთან აფილირებულ ტელეკომპანიებჩვეულებრივი მოქალაქეები კი მისვამენ კითხვას – მართლა ცვლის თუ არა საქართველო საგარეო პოლიტიკურ ვექტორს და ხსნის რკინიგზას აფხაზეთის გავლით?

პირველი შემთხვევა როდია, როდესაც მარია ზახაროვაანა კარენინას მსგავსად, “მატარებელს ქვეშ უვარდება”, ან “მატარებელს უსწრებს”. წინა ჯერზე ეს იყო 20 თებერვლის ბრიფინგზე, მაშინ პუბლიკაციაში “ჩვენ, ქვემორე სხელმომწერნი” – რა არ გაითვალისწინა მარია ზახაროვამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ურთიერთობის შესახებ კითხვაზე პასუხისას“ გავაფრთხილე, თუ რამდენად სარისკოა მასეთი იმპროიზაციები. თუმცა «Смоленская площадь»-ზე ქართველს არ დაუჯერეს და ამიტომ ზახაროვას მიერ ახალი „გულის გადაშლა“ 28 ივნისის ბრიფინგზე ქართულმა მედიამ განზრახ დაამახინჯა – აქაოდა, მოსკოვი მხოლოდ სოხუმთან აწარმოებს მოლაპარაკებას აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე სომხეთამდე, თითქოს საქართველო საერთოდ არ არსებობდეს; ან რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ქართველ ხალხს და ამზადებს ფარულ გარიგებას მოსკოვთან. პრემიერმა ღარიბაშვილმა ორივე ფეიკი უარყო – აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მხოლოდ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში იქნება შესაძლებელიო, მაგრამ ზახაროვას სტილი რუსეთის დუმის დეპუტატს უფრო უხდება – ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალური წარმომადგენელი სასურველია, უფრო დიპლომატიური იყოს.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს, ანუ ზახაროვას ზემოხსენებულ, 20 თებერვლის პირველ ბრიფინგამდე ერთი კვირით ადრე, გამოქვეყნდა პუბლიკაცია „რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა უნდა აღდგეს“, რომელშიც პირველად საქართველოში ვწერ იმ სარგებელზე, რომელსაც მიიღებს საქართველო ასეთი გადაწყვეტილების მიღებით. ხაზს ვუსვამრომ პუბლიკაცია დავწერე სამი თვით ადრესანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 17 მაისს გამოაცხადებდა თავის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთსამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნისა და ირანის ტერიტორიაზე ასტარარაშტის“ სარკინიგზო შტოს მშენებლობის შესახებშესაბამისადსაქართველოს ოპოზიციისა და ამერიკის საელჩოს სპეკულაციასრომ თითქოსდა მოსკოვი აიძულებს სოხუმსა და თბილისს გახსნან რკინიგზა ზემოაღნიშნული დერეფნის მარშრუტის ჩარჩოშიარავითარი საფუძველი არ აქვს. მაგრამ ეს სპეკულაცია უნებურად გაამყარა ზახაროვა სომეხი ჟურნალისტის შეკითხვაზე გაუმართლებელი პასუხით.

   რაც შეეხება РИА «Новости»-ს ზემოხსენებულ სტატიას, ის თარიღით დაემთხვა ზახაროვას ბრიფინგს, რამაც გააძლიერა ეფექტი ქართველ საზოგადოებაზე. შეგახსენებთ, ეს 28 ივნისს იყო, ხოლო მეორე დღეს, 29 ივნისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში აშშ-ის საელჩოში გაიმართა მიღება, რომელმაც გააქარწყლა მიზანმიმართული სპეკულაციები თუ გულუბრყვილო ჰიპოთეზები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის დასავლეთიდან – ჩრდილოეთზე ცვლილების შესახებ. გამოვტოვოთ აშშ-ის ელჩისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რუსოფობიური გამოსვლები – 100%-იანი ცრუ პროპაგანდა და თანდაყოლილი კომპლექსები მედიცინის სფეროს განეკუთვნება, ამიტომ ჩემგან კომენტარს არ ექვემდებარება. ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც რეალურად ახორციელებს ქართულ პოლიტიკას (ღარიბაშვილის გარეშე მეგობრების ნებისმიერი რეკომენდაცია ჰაერზე გამოკიდებული დარჩებოდა). მინდამადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაშიჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაშიდამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე და ერთგული პარტნიორია ამ რეგიონშიქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშინება მომეცითქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელითგულწრფელი მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვისმჯერაშეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთმოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვისმხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქითდარწმუნებული ვარჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და ჩვენს ერებს კიდევ უფრო დააახლოებს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანამდე კი ორიოდე დღით ადრე, თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა სანქციების საკითხებში დაადასტურეს, რომ საქართველო არ წარმოადგენს „შავ ხვრელს“ – რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული პროდუქცის მიწოდებისთვის სატრანზიტო დერეფანს, როგორც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ვაშინგტონს, ბრიუსელს, სტრასბურგსა და კიევს შესჩიოდნენ.

ასე რომ, РИА «Новости»-ს სტატიაში გასაკვირია მხოლოდ ბოლო ნაწილის გულუბრყვილო დასკვნები – აქაოდა, საქართველოში რუსული ენერგორესურსების იმპორტის მზარდი დინამიკის გათვალისწინებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ქართველი და რუსი ენერგეტიკოსები და დიპლომატები მუშაობენ რუსეთიდან – ირანის გავლით – ინდოეთში უნიკალური სატრანსპორტო დერეფნის ქართული მიმართულების აღდგენაზე. ანუ მეორდება მარია ზახაროვას თეზისი რუსეთიდან აფხაზეთი/საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნის შესახებთუმცა დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის პი-რადული, უკაცრავად – „ზედმეტი“ არაფერიამხოლოდ ბიზნესი!

   აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული მიღება კი იყო დადგმული ჰოლივუდურად პრიმიტიული ფარისევლური სანახაობა, თუმცა ამის შესახებ საქართველოში არავის – არც ერთ პოლიტიკოსს, ექსპერტს, ან ჟურნალისტს – სიტყვა არ დაუძრავს. და საერთოდ, როცა ვაშინგტონი მოისურვებს რომელიმე ქვეყანა ანტიამერიკულად აქციოს, დაე იქ ელ-ჩად კელი დეგნანი გააგზავნოს, რომელის წყალობით ქართველებს დღეს სძულთ ყველაფერი ამერიკუიუპირველეს ყოვლისა – თავად იგიროგორც ყველაფერი ანტიქართულისა და არატრადიციულის განსახიერებალგბტის მგზნებარე დამცველსკელი დეგნანს მიღებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის დამცირება სურდამაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი უპირატესობის დემონსტრირება მოახდინა – ხელი ჩამოართვა სალომე ზურაბიშვილს და შამპანურის ბოკალიც კი მიუჭახუნასკანდალის მოლოდინში გაოგნებული დეგნანის სახეზე შეცბუნებით იოლი მისახვედრი იყორომ ვერასოდეს გაუგებს საქართველოსა და ქართველებს

აშშ-ის საელჩომ შეგნებულად შეკრიბა ხელისუფლება და მათი მტრები ერთ სივრცეში – მიიწვია მიღებაზე როგორც მარგინალი პენსოონერები, რომლებმაც პოლიტიკა დიდი ხანია დატოვეს, ასევე ულექტორატო ოპოზიციის სკანდალური ლიდერები – ბურჯანაძეალასანიახაზარაძე&ჯაფარიძებესელია და სხვ. აშშ-ის საელჩომ ასევე დაურეკა რამდენიმე პარლამენტარს, რომლებმაც მიწვევა მიიღეს და სთხოვა, არ მოსულიყვნენ. ესენი იყვნენ პატრიოტული პოზიციით ცნობილი დეპუტატები, რომელთა სოლიდარობის ნიშნადაც საპარლამენტო უმრავლესობამ ბოიკოტი გამოაცხადა – მიღებაზე არ მივიდა. ამით ამერიკის საელჩომ დაადასტურარომ შეცდომა გამორიცხული იყო – მიიწვიეს არა ყველა, არამედ ინდივიდუალურად, იმის სადემონსტრაციოდთუ ვისი ხილვა სურს აშშ მომავალ ალტერნატიულ კოალიციურ მთავრობაში.

აშშის ელჩმა ყველა სტუმარს ჩამოართვა ხელიმხოლოდ გიორგი გაბუნიას კელი დეგნანმა გულში ჩაიკრა და რამდენჯერმე აკოცა (იხილეთ ფოტო და ვიდეო). სწორედ ის გაბუნია, რომელმაც პირდაპირ ტელეეთერში ყველაზე ბინძური უცენზურო სიტყვებით გალანძღა პრეზიდენტი პუტინი და მისი გარდაცვლილი მშობლების საფლავები. და გმირივით შეეგებნენ აშშ ელჩი და საელჩოს მთელი ხელმძღვანელობა ერთი კვირის წინ შეწყალებულ ნიკა გვარამიასრაც ძალიან სასაცილო იყო – გვარამია ხომ სუს-ის აგენტიარომელიც ზურაბიშვილმა შეიწყალა არა ამერიკის ელჩის ძალისხმევის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ნებართვით.

   24 ივნისის პუბლიკაციაში „რატომ შეიწყალა ივანიშვილმა გვარამია…“ განვმარტავ, რომ მომავალი წლის არჩევნებამდე ივანიშვილს მართვადი გაერთიანებული ოპოზიცია სჭირდება, ხოლო გვარამია ამ ოპოზიციის ლიდერისთვის აუცილებელ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებსციხეშიც იჯდაანუ „სამართლიანობისთვის დაისაჯა“; მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში – იყო გენპროკურორის მოადგილე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ანუ ყველას ასავალ-დასავალი იცისჟურნალისტი და ერუდიტიაფხაზეთში, რომლის მკვიდრიც არის, მიღებული კარგი რუსულენოვანი განათლებით, რაც – ორივე! – ლიდერისთვის დიდი უპირატესობაა (ხალხს იცნობს, ლაპარაკი იცის და ა.შ.). განა არ გვახსოვს ჟურნალისტთა მთელი პარტიებიცა და ცალკეული ჟურნალისტებიც პარლამენტში?! გვარამია მართვადიარადგან პრაქტიკულად ივანიშვილის შეწყალებულია და ამიტომ სამუდამოდ ივანიშვილის მოვალეა (ისევე როგორც უგულავა, ოქრუაშვილი და მელია).

ისრომ გვარამია სუს-ზე მუშაობსჯერ კიდევ მაშინ ნათელი გახდა, როცა გვარამიამ სუს-ს აცნობარომ საქართველოში ჩამოსული ჩეჩენი – კადიროვის მსტოვარი ვასამბეგ ბოკოვი ამზადებდა თავდასხმას მის „ფრენდზ“ე – ზემოხსენებულ გაბუნიაზე, ხოლო თავად გაბუნია გვარამიამ არ გააფრთხილა… ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, რომ გვარამის – სუს-ის აგენტია, დაე წაიკითხოს 2021 წლის 9 აგვისტოს პუბლიკაცია “გვარამია – ჰამელნელი ვირთხამჭერია“, რომელიც სუს-ზე მუშაობს!”, რომელშიც ვყვები – როგორ მიუძღვება წინ გვარამია თავისი ტელეკომპანიით მთელ ოპოზიციას, როგორც ვირთხების ხროვას და მათი გეგმების გამჟღავნებით ფასდაუდებელ სამსახურს უწევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსსათითაოდ „ვირთხების დაჭერის საჭიროების თავიდან აცილებით.

2021 წლის 1 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია 30 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში კითხულობდა სუს-ის თანამშრომლების რაპორტს საქართველოს პრეზიდენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლების, პარლამენტარების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და უცხოეთის ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომლის, სატელეფონო მოსმენების, ასევე მმართველი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და სასულიერო, მათ შორის, ჰომოსექსუალური ორიენტაციის პირების ინტიმური ცხოვრების თვალთვალის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ, იმავე საავტორო გადაცემაში „მთავარი არხის“ ეთერში, გვარამიამ გამოაქვეყნა მასალების მეორე ნაწილი, სადაც „ქართული ოცნებიდან“ არჩევნებში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მონაცემები ჩამოთვალა.

დასკვნა იოლად გამოსატანია – ნებისმიერს, ვინც მსგავს ქმედებებს ჩაიდენდა, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დასაჯადია, დააპატიმრებდნენ, მაგრამ სუს-მა აგანგებოდ მოაწყო მასალების გაჟონვა გვარამიას მეშვეობით, რათა გაეფრთხილებინა თავისიანებიცა და ოპოზიციაც – მოიქეცით წესიერად და სახელმწიფოებრივად არჩევნების წინ, თორემ უმალ გაგიფუჭებთ გადაჭარბებულ პოლიტიკურ მადას და საზოგადოება შეიტყობს, რომ თქვენ, ვინც ყველას ქადაგებას უკითხავთ, არც ისეთი წმინდანები ხართ, როგორიც გინდათ მოგვევლინოთ! მაშინაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, და ახლაც, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება „ქართული ოცნების“ საკადრო განახლება – თვითგაწმენდა, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას ვირთხამჭერია გვარამია როგორმე თავად „გაიყვანს ქალაქიდან“, უფრო სწორად თამაშიდან…

 

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმი