ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მერებთან შეხვედრა გამართა და მათ მხარდაჭერას დაჰპირდა

აფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მერებთან შეხვედრა გამართა და მათ სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა, – ამის შესახებ BFMTV წერს.  მედიის ცნობით, შეხვედრას ქვეყნის 241 მერი ესწრებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტისა და ქვეყნის მერების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც მედია წერს, შეხვედრას მათ შორის ესწრებოდა პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერი, ვინსენტ ჟანბრუნი, რომლის სახლსა და ოჯახზე რამდენიმე დღის წინ თავდასხმა განხორციელდა. მაკრონი მერებს ძალადობასთან დაკავშირებით „არსებით პასუხებს“ დაჰპირდა.

მაკრონის თქმით, ძალადობის პიკმა გაიარა, მაგრამ მომავალი დღეებისა და კვირების განმავლობაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა.