ისრაელის პოლიციის სპიკერის განცხადებით, თელ ავივში ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ისრაელის პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელის ქალაქ თელ ავივში ტერორისტულ თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისივე თქმით, ეჭვმიტანილმა თავდასხმა დანით განახორციელა.
სპიკერმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირმა ავტომობილის მძღოლი ადგილზე „გაანეიტრალა“.
მედის წერს, რომ ისრაელი მზადყოფნაში იყო პალესტინელების თავდასხმებისთვის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში დიდი სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო.