ჩეხეთმა ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით ადგილობრივი კომპანიებისთვის 33 გამონაკლისი დაუშვა. ჩეხური მედიის ინფორმაციით, მინიჭებული გამონაკლისების უმეტესობა ეხება ფარმაცევტულ პროდუქტებს, შემთხვევების 37 პროცენტი – ბირთვულ ენერგიას.
ხელისუფლება არ ასაჯაროებს განმცხადებლების სახელებს, ასევე მათ შესახებ სხვა კონკრეტულ ინფორმაციას, მაგრამ ბირთვული ენერგიის შემთხვევაში გამონაკლისებს ძირითადად ითხოვდა კომპანია ČEZ-ი, რათა მას შეეძლოს, გააგრძელოს თანამშრომლობა რუსების საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ საინჟინრო კომპანიასთან.
ჩეხური მედიის ცნობთ, ფარმაცევტულ საქმეებში აპლიკანტები არც ისე აშკარაა, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, ეს იყო მედიკამენტების წარმოებისთვის ზოგიერთი ნივთიერების რუსეთში გატანა.
ენერგეტიკულმა კომპანია ČEZ-მა, რომელსაც ეკუთვნის ჩეხეთის ატომური ელექტროსადგურები თემელინისა და დუკოვანიში, დაადასტურა, რომ ფინანსური ანალიზის ოფისისგან არაერთხელ მოითხოვა სანქციებისგან გათავისუფლება. კომპანიაში დაადასტურეს, რომ CEZ-ის მოთხოვნები სანქციებიისგან გათავისუფლების შესახებ ეხება, მაგალითად, საინჟინრო კომპანიებს MSA-ს, Škoda JS-სა და კომპანია Arako-ს.
გასულ წლამდე საინჟინრო კომპანია MSA-ს მფლობელად ბენეფიციარ მესაკუთრეთა ჩეხეთის რეესტრში სანქცირებული რუსი ოლიგარქი დიმიტრი პუმპიანსკი იყო შეტანილი. კომპანია Opava მრავალი წლის განმავლობაში ეკუთვნოდა მის TMK ჯგუფს. აგვისტოდან მოყოლებული კიდევ ორი რუსი დარეგისტრირებულ იქნა MSA-ს საბოლოო მფლობელად, თუმცა ისევ დიმიტრი პუმპიანსკის წრიდან. დაახლოებით 15 წელია, კომპანია Opava არის Atomenergomash ჯგუფის ნაწილი, რომელიც რუსული სახელმწიფო კორპორაციის, Rosatom-ის საინჟინრო განყოფილებაა.
ჩეხური მედიის ცნობით, Pilsen-ის საინჟინრო კომპანია Škoda JS-ის შემთხვევა წარმოადგენდა ძალიან მგრძნობიარე პრობლემას. მისი მფლობელი დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსული საინჟინრო ჰოლდინგი OMZ-ი, რომელსაც აკონტროლებდა რუსული სახელმწიფო „გაზპრომბანკი“.
ჩეხური მედია წერს, რომ ČEZ-მა შარშან რუსებისგან იყიდა Škoda JS-ი, რომელიც არის ატომური ელექტროსადგურების აღჭურვილობის ძნელად ჩანაცვლებადი მიმწოდებელი. ადგილობრივი მედია ცდილობდა, გაერკვია, ფარმაცევტული დარგის კომპანიებზე სახელმწიფო სანქციების სამსახურის მიერ გაცემული შეღავათების შესახებ. ამ სექტორში მოქმედ ორ ჩეხურ პროფესიულ ასოციაციასაც კი არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რა და რომელ კომპანიებზე შეიძლება, გავრცელდეს გამონაკლისი.