პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რჩება უყრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და „გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.“
„როგორ შეიძლება, თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.
უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან.
ასევე დიდი მადლობა
Андрій Єрмак Михаил Подоляк Dmytro Kuleba“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.