პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ, რაც უნდა პოლიტიკურად მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ვინმეს, არ არის სწორი მიდგომა, ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკისრებული სასჯელის აღსრულებას ვინმე გარედან ხელს უშლიდეს.
„ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულისთვის როცა გასამართლებულია ადამიანი, არ შეიძლება, სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს უხაროდეს, რომ ვინმე ამას, სასჯელის აღსრულებას გარედან ხელს უშლიდეს. ამიტომ, რაც უნდა პოლიტიკურად მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ეს ვინმეს, არ არის სწორი და მართებული მიდგომა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას, ბუნებრივია, აქვს აბსოლუტურად მტკიცე პიზიცია და, ჩემი აზრით, ამავდროულად, ეს არის მოქალაქეების მტკიცე პიზიცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასებისას.