ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის

კარგია რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც კითხვების დასმა შეუძლია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას პოლიტიკური ნაბიჯებსა და სტრატეგიას უწუნებს.

„მე რასაც ვუყურებ სააკაშვილი არის ბელადი, რომელიც რაღაცას რომ იტყვის ყველა ემხობა და დასტურს იძახის. სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ჩემი აზრით, გვარამია იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და პოლიტპატიმარი, მაგრამ სააკაშვილი აბსოლუტურად სამართლიანად იხდის სასჯელს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ნიკა გვარამიამ ოპოზიციას პოლიტიკური ნაბიჯები და სტრატეგია დაუწუნა. გვარამია მიიჩნევს, რომ არ უნდა შეწყვეტილიყო საუბარი სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე, არ უნდა გაკეთებულიყო განცხადებები მიშას პოლიტიკიდან წასვლაზე და არ უნდა შეეტანათ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელშივე უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმა და ახლა ის გვარამიას შეცდომებზე წერს.