„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანი წითლიძე მიიჩნევს, რომ უყრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ აბსოლუტურად ლოგიკური იყო.
„პრობლემა არის ის, რომ „რუსულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა, მთელი ცივილიზებული სამყაროს მორალური ლიდერმა გააკეთა ასეთი განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. პრობლემა უნდა ეძებოთ საქართველოს ხელისუფლებაში, და არა ზელენსკის განცხადებაში“, – აცხადებს ანი წითლიძე.
უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უყრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უყრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.