ირაკლი კობახიძე – გლობალური ომის პარტიას სურვილი თუ ექნება, შეუძლია, კიდევ ერთხელ დაბლოკოს კანდიდატის სტატუსის მონიჭება

კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადამწყვეტი იქნება გლობალური ომის პარტიის პოზიცია, თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანდიტატის სტატუსის მიღებისას გადამწყვეტი არ იქნება უკრაინის ხელისუფლების პოზიცია.

„გადამწყვეტი იქნება გლობალური ომის პარტიის პოზიცია. მათ თუ ექნებათ სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ. 27 ქვეყნიდან, ნებისმიერი ერთი ქვეყანა შეუძლიათ, გაწიონ გვერდით და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ფაქტორი არის არა უკრაინის ხელისუფლება, არამედ გლობალური ომის პარტია. ისინი თუ დეკემბერში დაინახავენ, რომ არ არის სიმყარე ხელისუფლებაში ან საზოგადოებაში, ამ შემთხვევაშო გაიზრდება მათი მოტივაცია, რომ არ მოგვენიჭონ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თუ დაინახავენ ისინი, რომ შენარჩუნებილია ის მდგომარეობა, რომელოც გვაქვს დღეს, რომ ხელისუფლებაში არის სრული სიმყარე, რომ საზოგადოებაში არის სიმყარე, როგორც არის დღეს, ასეთ შემთხვევაში იზრდება ჩვენი შანსი, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირთ სტატუსზე უარი გლობალურ ომის პარტიაში, თუ დაინახავენ, რომ ამით მოარღვევენ სიტუაციას ქვეყანაში. ამიტომ, მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ეს არის სიმყარეზე ზრუნვა. ხელისუფლება იქნება მყარად დეკემბერში და დარმწუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც იდგება მყარად იმ პოზიციაზე, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.