ირაკლი კობახიძე – ყოველ ჯერზე, როცა ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაგირება

ყოველ ჯერზე, როცა ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კომენტარი სთხოვეს აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ჩასვლაზე, რომელიც აფხაზეთის  პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

„ყოველ ჯერზე, როცა ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი, როცა ხორციელდება ისეთი აქტები, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენ გვაქვს ბუნებრივია შესაბამისი რეაგირება. ამაზე არსებითად პასუხისმგებელია საგარეო უწყება და ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო რეაგირება იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.