ნიდერლანდებში ძლიერ შტორმს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 145 კილომეტრს აღწევდა, ხეები მოგლიჯა. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა, რომლითაც 51 წლის ქალი მგზავრობდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ხეების წაქცევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა ამსტერდამშიც. ასევე დაზიანდა ავტომობილები და შენობები.
ძლიერი ქარის გამო რეისები გადაიდო ამსტერდამის აეროპორტში, ასევე შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.