საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში წლიურად 37%-ით მეტი თანხა შევიდა

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების მოცულობა წლიურად 23 485 949 ლარით ანუ 36,8%-ით გაიზარდა.

კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში 87 262 418 ლარი შევიდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში – 34 908 284, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 52 354 134 ლარი.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 63 776 469 ლარის აკუმულირება მოხდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში – 25 511 553, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 38 264 916 ლარი.