ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ილჰამ ალიევთან შეხვედრას გამართავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას გამართავს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეთანხმებული არ არის.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრა უახლოეს მომავალში ბრიუსელში გაიმართება, რომლის შუამავალი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელია.

„სამწუხაროდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი ჯერ არ არის მზად ხელმოწერისთვის. იმედი მაქვს, რომ მომავალ შეხვედრაზე უფრო არსებით პროგრესს მივაღწევთ, ვიდრე მიღწეული იყო ვაშინგტონში. ყველა საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.