რა საკითხებს განიხილავდნენ ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე მამუკა მურჯიკნელთან ერთად?!

“ანაკლიის პორტით “ვონდერნეტ ექსპრესი” დაინტერესდა, ფოტოზე (მაგიდის თავში) ხედავთ მამუკა მურჯიკნელს, რომელიც ამ კომპანიას წარმოადგენს.

ცნობისათვის: “ვონდერნეტ ექსპრესმა” ბათუმში კარბამიდის ტერმინალი ააშენა, მიუხედავად ბათუმელების არნახული პროტესტისა. ეს ტერმინალი ქალაქში როგორც ამერიკული ინვესტიცია, ისე გახლავთ წარმოდგენილი.

დღეს ეს კომპანია დაინტერესებულია ანაკლიის პორტით, რომლითაც სპეკულირებენ პროამერიკული ძალები საქართველოში..”

მოკლედ რისი თქმა მსურს დასაწყისში : როგორც ვხვდები, საკითხის გაცოცხლება დაიწყეს და “ნაცოპოზიციის” ერთ – ერთი მთავარი მანიპულაციის ინსტრუმენტი მოქმედებაში მოიყვანეს.’

 ბატონი მურჯიკნელი ალანსანიასთან და ხოჯევანიშვილთან დაახლოებული ფიგურაა, ირაკლი ალასანიაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ – მშვენივრად იცის ყველამ, რა ძალების სპიკერიც იყო თავის მეუღლესთან ნათია ფანჯიკიძესთან ერთად. აქ ერთ კითხვას დავსვამ მხოლოდ: რას აკეთებს მათთან ერთად ბატონი მურჯიკნელი და რა საკითხებს შეიძლება განიხილავდნენ ?!

იმის გათვალისწინებით, რომ <ალასანია – ხოჯევანიშვილ – ფანჯიკეძეს> და მათნაირების მოღვაწეობას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია…

და ბოლოს, ჩვენ რა, ისევ ანაკლიის პორტის პოლიტიკურ ტატამზე შემოგდებას ვაპირებთ ???

ახლა კი თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, იმსახურებს კი “ვონდერნეტ ექსპრესი პორტის” მართავას ? და ვინმე ფიქრობთ, რომ ის საკუთარ ინტერესებს გვერდით გადადებს და ქვეყნის სამსახურში ჩადგება ?

 

P:S დეტალებს კიდევ გავარკვევ!

ირაკლი ჯანყარაშვილი

წყარო: “პულიცისტი