საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის წევრებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.
როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, „ეს იყო მორიგი პროვოკაცია, რომელიც სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული“.
მოქალაქეები კი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდნენ, აცხადებენ, რომ „ამ პარტიას საგარეჯოში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს“.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.