უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.
„ინტენსიური განხილვების შედეგად, ნატო-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის გაუქმების შესახებ“, – წერს კულება „ტვიტერში“.
როგორც მინისტრი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-სკენ გზას შეამოკლებს. „ეს კარგი მომენტია იმისათვის, რომ სიცხადე შევიტანოთ ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
ცოტა ხნით ადრე, ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში ახლავე გაწევრიანებას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ყველა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ემხრობა.