ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში ჩავიდა. ბაიდენი მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან გამართავს შეხვედრას.
გავრცელებული ცნობით, ლიდერები ვილნიუსის ნატოს სამიტთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ. BBC-ის ცნობით, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის კასეტური ბომბების მიწოდების საკითხიც იქნება.