ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, სპეცრაზმი „ახმატი“ ბახმუტის მიმართულებით განლაგდა. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამზე იტყობინება.
კადიროვის თქმით, ეს ჟესტი „ნდობაზე“ მეტყველებს.
„მტერს აუცილებლად კბილებში მოხვდება. სპეცრაზმი „ახმატი“ აფტა ალუდინოვის ლიდერობით ბახმუტის მიმართულებით განლაგდა. ეს მეტყველებს გენერალური შტაბის ნდობასა და ქვედანაყოფის მაღალ საბრძოლო შესაძლებლობებზე“, – აცხადებს კადიროვი.