2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 11,26 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,89 ათასი ტონა) შედარებით, 1,37 ათასი ტონით ანუ, 13,9%-ით მეტია. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 2,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 2,27 ათასი ტონა (20,2%); გერმანია – 1,29 ათასი ტონა (11,5%), აზერბაიჯანი – 0,69 ათასი ტონა (6,1%); და სხვ.
„2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 54,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (54,3 ათასი ტონა) შედარებით 0,3 ათასი ტონით, ანუ 0,5%-ით მეტია.
მათ შორის, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 47,1% (25,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,9% (12,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 18,1% (9,9 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 11,2% (6,1 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 0,7% (0,4 ათასი ტონა) – მალტიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.