თბილისში, ვაზისუბანში ბაბუას და შვილიშვილს ესროლეს.
რა გახდა დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ დაპირისპირებულების გაშველება სცადა, თავდამსხმელმა კი ორივეს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.