უკრაინას ნატო-ს წევრებისგან ერთსულოვანი მიწვევის მიღება სურს, რათა კიევი თავდაცვის ალიანსს შეუერთდეს, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
„გვსურს, ნატოს 31-ვე ლიდერმა დაადასტუროს, რომ უკრაინა მიწვეულია ნატოში და ნატო-უკრაინის საბჭო, რომელიც იქმნება, განსაზღვრავს გზას ამ პროცესისკენ. ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და შემდეგ განვსაზღვრავთ ფორმატებს“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსის სამიტს ფიზიკურად.
„ლიდერების წინ მაგიდაზე დევს საბოლოო დოკუმენტები, რომლებიც სამიტის შედეგად უნდა იქნას მიღებული. ახლა ჩვენ არ ვიცით, რას შეიცავს ეს დოკუმენტები. ვილნიუსში „არას“ ნამდვილად არ მოვისმენთ, ახლა განხილვა იმაზეა, როგორი „დიახ“ იქნება ეს“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.