ალექსეი რეზნიკოვი – მთავარი მიზანი არის ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა, დაველოდებით ხვალინდელ დღეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მთავარი მიზანი არის ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა.

„ახლა ჟურნალისტებთან არ განვიხილავ ამ საკითხს. დაველოდებით ხვალინდელ დღეს და ჩვენ ერთად ვნახავთ და მოვისმენთ ყველაფერს. ჩემმა პრეზიდენტმა იცის რაღაც“, – განუცხადა ალექსეი რეზნიკოვმა ვილნიუსში ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ფრანგ კოლეგასთან ერთად, ხელს მოაწერს მემორანდუმს თანამედროვე ავიაგამანდგურებელის, F-16-ის მართვის ტრენინგის შესახებ.