ბელგიის პრემიერ-მინისტრი – მოხარული ვარ, რომ გამოინახა გამოსავალი, რათა შვედეთი ნატო-ში გაწევრიანდეს

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კროს განაცხადებით, მოხარულია, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გამოსავალი მოიძებნა.

„მოხარული ვარ, რომ გამოინახა გამოსავალი, რათა შვედეთი გაწევრიანდეს ნატო-ში. თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვთანამშრომლობთ, მაგალითად, მიგრაციაზე და ნათელია, რომ ასე გაგრძელდება. თურქეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაზრდა თუ სურს, ჩვენ ამისთვის ღია ვართ. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის მხარეს არის ახალი დონე ღიაობის, რომ დისკუსია დაიწყოს. ძალიან კარგია. მოდი, დავიწყოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა“, – განაცხადა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.

ალექსანდრ დე კროს თქმით, თურქეთთან ურთიერთობების საკითხზე იქნება მსჯელობა ევროპულ საბჭოში, თუმცა ევროკომისიასაც ექნება თავისი როლი და ამ თემაზე ორ უწყებაში ერთიანი პოზიცია არსებობს.