იენს სტოლტენბერგი – ბევრ გადაწყვეტილებას მივიღებთ უფრო ძლიერი ალიანსისთვის, გავზრდით უკრაინის მხარდაჭერას

დღეს ბევრ გადაწყვეტილებას მივიღებთ კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის. ჩვენ გავზრდით უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ უფრო დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან.

„ჩვენ ასევე გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის იქნება ახალი გეგმები და ძალები ევროატლანტიკური ზონის თავდაცვისთვის. ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვის უფრო ამბიციურ ინვესტიციებზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.