საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდეროვიჩის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რომ 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა.
მისი თქმით, რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან გაიმართა შეხვედრა ვითარებაში გასარკვევად.
„უნდა გამოვხატო იმედგაცრუება, რომ ჩაიშალა და გაუქმდა ეს ღონისძიება. სხვათა შორის, პირადად ვაპირებდი შაბათს ამ ღონისძიებაზე დასწრებას. რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი. მიგვაჩნია, გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება, არამედ თავისი უფლებების დემონსტრირების უფლება. როგორც ვნახეთ, ეს არ ყოფილა გარანტირებული. დღეს დილას გვქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან, რათა გავრკვეულიყავით, რა მოხდა, როგორ მოხდა. მე ვიყავი და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.