საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო „ერთგულად განაგრძობს“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
ამით საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება ნატო-ს სამიტის გახსნას ვილნიუსში.
“ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ.
საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!“, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.