კურტ ვოლკერი: ნატოს სამიტის გადაწყვეტილებები პუტინმა აღიქვა, როგორც ყოყმანი და გამბედაობის ნაკლებობა, ვინაიდან უკრაინას ნატოში წევრობა არ შესთავაზეს

ნატოს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიქვა, როგორც გამბედაობის ნაკლებობა, ვინაიდან უკრაინას ნატოში წევრობა არ შესთავაზეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინის გადასახედიდან ეს ნატოს მხრიდან ყოყმანზე მიანიშნებს.

„ისეთი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა MAP-ის მოხსნა, უკრაინა-ნატოს კომისიის საბჭოთი ჩანაცვლება, ოპერატიული თავსებადობის მიღწევაში უკრაინის დახმარება – ეს ყველაფერი კარგი და პოზიტიურია. ეს აჩვენებს ნატოს კეთილ ნებას, მაგრამ პუტინის გადასახედიდან, ეს არის ყოყმანი, გამბედაობის ნაკლებობა, ვინაიდან უკრაინას ნატოში წევრობა არ შესთავაზეს“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.