აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს შეუერთდება.
„გავიგონეთ, რომ დარბაზში მყოფმა ყველა ქვეყანამ განაცხადა ამის შესახებ“, – აღნიშნა ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში ვილნიუსის სამიტის შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, უკრაინის აღჭურვილობისა და წვრთნების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებისთვის ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ საქმეს, როდესაც ისინი ომში არიან, გასაკეთებელი კიდევ მეტია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ ჰქონდეთ სრული შესაძლებლობები“, – აღნიშნა ოსტინმა.
ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და რომ ქვეყანას ნატო-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება.