საბერძნეთის ქალაქ პაფოსში პოლიციამ დევნის ოპერაციის შემდეგ ორი ქართველი დააკავა, რომლებიც მიმალვას ცდილობდნენ. ამის შესახებ philenews.com იუწყება.
იმის გამო, რომ დევნის დროს ეჭვმიტანილები მანქანას არ აჩერებდნენ, პოლიციელებმა რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს ძალზე საშიშად მართავდა, რამდენჯერმე გაიარა წითელ შუქნიშანზე, ავიდა ტროტუარზე და შექმნა ავარიული სიტუაცია.
ჰაერში გასროლის შემდეგ მანქანა გაჩერდა. დაკავების დროს პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მძღოლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, ხოლო მგზავრს ბინების ძარცვისთვის აუცილებელი ხელსაწყოები ჰქონდა.
ორივე ქართველი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება.