შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვის წინ ბოლო გემმა უკრაინის პორტი დატოვა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცლებს.
მედია წერს, რომ გემმა, რომელსაც გაერო-ს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას აძლევს, ოდესის პორტი დღეს დილით, ადრე დატოვა.
რუსეთი ჯერ არ დათანხმდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ელოდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პასუხს შეთანხმების გახანგრძლივების წინადადებაზე.